„ბენიფერის“ ირგვლივ სიახლეები არ წყდება. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ წყვილის განქორწინების საბუთები უკვე მზადაა, ისინი პაპარაცებმა დღის სხვადასხვა მონაკვეთში, ლოს-ანჯელესში გადაიღეს.
ინსაიდერების ცნობით, ჯეი ლო 22 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლს ათვალიერებდა და მაქსიმალურად ცდილობდა დრამატული გამომეტყველება არ ჰქონოდა. რაც შეეხება ბენს, იმიჯ შეცვლილი მსახიობი მანქანაში გადაიღეს, ის პაპარაცებს ჩვეული რისხვით უმზერდა.