დასავლური მედია აქტიურად წერს, რომ ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის განქორწინების დოკუმენტები უკვე მზადაა და მხოლოდ წყვილის ხელმოწერებია საჭირო. ყოველივე ამის ფონზე, უამრავი ახალი დეტალი ირკვევა. ამჯერად ინსაიდერებმა გამოცემასთან ჯეი ლოს მეგობრების შესახებ ისაუბრა.
„ჯეი ლოს მეგობრებს ბენის ატანა არ აქვთ, თავად ჯენიფერი კი გაცოფებულია მასზე, რადგან ბენმა ის ასე საჯაროდ, უკვე მეორედ დაამცირა. ბენის მტრებს შორისაა ბენი მედინა, ის ვერ იტანს ბენს და სხვათა შორის, მედინა თავად აფლეკსაც სძულს“, – აცხადებს წყარო.
ცნობისთვის, ბენი მედინა ჯეი ლოს პროდიუსერია. ის არტისტთან ჯერ კიდევ 2003 წელს მუშაობდა და შეესწრო ჯენისა და ბენის პირველ დაშორებას. მას შემდეგ მედინა ჯეი ლოს ახლო მეგობარია.