LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari Dino 4,7 მილიონ დოლარად გაიყიდა

31

Ferrari Dino-ს უნიკალური პროტოტიპი პარიზში გამართული აუქციონიდან 4,7 მილიონ დოლარად გაიყიდა. ავტომობილი Ferrari-ს პირველი მოდელი იყო, რომელსაც ძრავი შუაში ჰქონდა განთავსებული. ავტომობილის მაღალი ღირებულება იმით აიხსნება, რომ ეს ეკზემპლარი 206 Berlinetta Speciale ატელიე Pininfarina-სთან ერთად შემუშავდა. ის Dino 206S-ის ბაზაზე აიწყო და ჯოვანი ბატისტა პინინფარინას სიცოცხლეში ბოლო ნამუშევარი აღმოჩნდა.

გარდა Ferrari Dino-სი, აუქციონზე წარდგენილნი იყვნენ: 1948 წლის Ferrari 166 Spyder Corsa, რომელიც 3,1 მილიონ დოლარად გაიყიდა, 1972 წლის Lamborghini Miura SV 2,9 მილიონ დოლარად, 1935 წლის Bugatti Type 57 Atalante 2,5 მილიონ დოლარად, 1961 წლის Mercedes 300 SL Roadster 1,1 მილიონად და 1987 წლის Porsche 959 1,2 მილიონ დოლარად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები