LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯეი ლოს ელოდა ამდენი წელი“ – ჯენიფერ ლოპესის პირველი ქმარი, ოხანი ნოა გააქტიურდა

3498
page

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის გარდაუვალი განქორწინების ფონზე, მედია ჯეი ლოს წარსული სასიყვარულო კავშირებით დაინტერესდა.

ამჯერად საუბარია ოხანი ნოას შესახებ. ის ჯენიფერ ლოპესის პირველი მეუღლეა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილის კავშირი საოცრად ხანმოკლე გამოდგა, ის ერთადერთი იყო, ვინც ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის დაქორწინების ამბავს ვრცელი და საკმაოდ სკანდალური ინტერვიუთი გამოეხმაურა.

ჯეი ლოს პირველი ქმარი მასთან პირველ ღამეს იხსენებს

„მეუბნებოდა, რომ მე ვიყავი მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული, მათი ქორწინება დიდ ხანს არ გასტანს“ – ჯენიფერ ლოპესის პირველი ქმრის სკანდალური ინტერვიუ

მას შემდეგ, რაც „ბენიფერის“ დრამატული განშორების შესახებ ინფორმაციამ მსოფლიო მოიცვა, 50 წლის ნოა სოციალურ ქსელში აშკარად გააქტიურდა. ინტერნეტსივრცეში უამრავი ვარაუდი იწერება:

„ისეთი ფოტოებია, თითქოს ემზადება.“, „ჯეი ლოს ელოდა ამდენი წელი“, „კიდევ სცადე, ანუგეშე ჯეი ლო“.

ცნობისთვის, ლოპესმა  და ოხანი ნოამ 1996 წელს, მაიამიში მდებარე რესტორანში გაიცნეს ერთმანეთი. მაშინ ჯეი ლო დამწყები მომღერალი იყო და პარალელურად მიმტანად მუშაობდა. გაცნობიდან ერთ წელში ისინი დაქორწინდნენ, თუმცა ერთმანეთს მალევე, 11 თვეში დაშორდნენ. მას შემდეგ ნოა აღარ დაქორწინებულა.

ბენ აფლეკი ჯეი ლოსთან განქორწინებას აღნიშვნას, ლას-ვეგასში, გრანდიოზული წვეულებით გეგმავს – ინსაიდერი შოკისმომგვრელ დეტალებს ასაჯაროებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები