LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აი სად დაიწყო ყველაფერი! – „ბენს ჯეი ლოს ატანა აღარ შეეძლო“ – „ბენიფერის“ შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება

3339
page

ჩაშლილი ნიშნობიდან 20 წლის შემდეგ ქორწილი და ქორწინების ორი წლის იუბილეზე განქორწინება – გუშინ „ბენიფერის“ განშორების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა. BBC-ის ცნობით, ჯეი ლომ საჭირო საბუთები ლოს-ანჯელესის სასამართლოში სამშაბათს შეიტანა, მეუღლესთან დაშორების თარიღად კი 26 აპრილი მიუთითა.

„ბენიფერი“ დასრულდა – უახლეს დეტალებს BBC ავრცელებს

ყოველივე ამის შემდეგ, მედიაში უამრავი ახალი დეტალი გახდა ცნობილი. ინსაიდერების ცნობით, წყვილს შორის უთანხმოება გრანდიოზული ქორწილიდან მალევე, კომოს ტბაზე გატარებული თაფლობის თვის დროს დაიწყო. მედია იმასაც ამბობს, რომ წყვილის ბოლო გამოჩენა თავიდან ბოლომდე „ფეიკი“ იყო და ჯეი ლო და ბენი უბრალოდ პუბლიკაზე თამაშობდნენ.

რაც შეეხება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავური წყვილის განშორების მიზეზს, წყარო იუწყება, რომ ყველაფერი კვლავ ბენის ბრალია, ის ქაოსურ ცხოვრებას ვერ უძლებდა და მეუღლის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის ატანა არ შეეძლო.

„მათი ურთიერთობა თაფლობის თვეში გაფუჭდა. ბენს ჯეი ლოს ატანა აღარ შეეძლო. საზოგადოების წინაშე ბედნიერი წყვილის როლს ირგებდნენ და როცა მარტო რჩებოდნენ, ერთმანეთს არც კი ესაუბრებოდნენ. თავდაპირველად ბენმა ჯეი ლო დაარწმუნა, რომ ამდენი წლის შემდეგ ის შეიცვალა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა. მათი ბოლო ერთად გამოჩენა თავიდან ბოლომდე ფარსი იყო, მაშინ ისინი უკვე განშორებულები იყვნენ“, – განუცხადა სანდო წყარომ გამოცემას.

ჯეი ლოსთან განქორწინების შესახებ დადასტურებული ინფორმაციიდან რამდენიმე საათში, ბენ აფლეკი ოჯახური ვოიაჟის დროს გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები