LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დღეს დავიბადე რეალურად მეგობრებო, დაბადების წამიდან გამორჩეული იყო…ბედნიერი, ჯანმრთელი, ჭკვიანი, კეთილი იყავი დე“ – ნანუკა გულუას უსაყვარლესი შვილი, ნინა იუბილარია

589
2024-08-29_01-17-58_064681

ნანუკა გულუას უსაყვარლესი შვილი, ნინა იუბილარია.

მსახიობი გოგონას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური პოსტით ულოცავს:

„დაბადების წამიდან გამორჩეული იყო, მეგონა მეჩვენებოდა როგორც გაფრენილ დედას, უზომოდ შეყვარებულს თავის ოქროსფერ შვილზე, მაგრამ მართლა ასეა…უთბილესია, უსაზღვრო სიყვარულის და სითბოს გამოხატვა შეუძლია ამ უციცქნეს გოგოს… ყველა იმახსოვრებს და ყველას უყვარდება ეგრევე-რაც უდიდესი ღვთის წყალობაა… გამორჩეულად ნიჭიერია და ნეტა ყველაფრის სწორად გაკეთების საშუალება მომეცეს მისთვის,რამე არ შემეშალოს სულ ამ თვითგვემაში ვარ.

ბედნიერი, ჯანმრთელი, ჭკვიანი, კეთილი იყავი დე…ყველაფერს გავაკეთებ რომ შენს ულამაზეს გულს შური და სიბოროტის ნატამალი არ გააჩნდეს ,რომ ეს განსაკუთრებული სხივი შიგნიდან სულ გინათებდეს დე! დღეს დავიბადე რეალურად მეგობრებო! მადლობა ნინას სიყვარულისთვის“, – წერს ნანუკა გულუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g