LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მას არ სურს საყვარლის სტატუსი“ – ბენ აფლეკი ჯეი ლოს 36 წლის კიკ კენედისთან ღალატობდა – „ბენიფერის“ შესახებ შოკისმომგვრელი დეტალები ვრცელდება

3816
page

ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის განქორწინების ფონზე, მედიაში შოკისმომგვრელი დეტალები ვრცელდება. გასულ კვირას, ტაბლოიდები აფლეკის ახალ რომანზე ალაპარაკდნენ. მათი ცნობით, 52 წლის მსახიობი კენედის დინასტიის წარმომადგენელს, ამერიკელი პოლიტიკოსის, რობერტ ფრენსის კენედის 36 წლის ქალიშვილს, კიკ კენედის ხვდება.

ჯეი ლო შოკირებულია – ცნობილი ხდება, თუ რა მიზეზი დაასახელა ბენ აფლეკთან განქორწინების საბუთებში არტისტმა

ახლა კი ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ინსაიდერების ცნობით, ბენმა კიკთან ჯერ კიდევ, ჯეი ლოსთან ქორწინების დროს გააბა რომანი. მეტიც, აფლეკსა და კენედის, წლების წინაც ჰქონდათ სასიყვარულო კავშირი.

„ბენი და კიკი ერთმანეთს ჯერ კიდევ მაშინ ხვდებოდნენ, სანამ აფლეკი ლოპესთან გააბამდა რომანს. თუმცა მათი კავშირი ხანმოკლე იყო. ახლა კიკი დარდობს, რომ მას ცუდ იარლიყს მიაკერებენ. მას არ სურს საყვარლის სტატუსი ჰქონდეს“, – აცხადებს ინსაიდერი.

შეგახსენებთ, ჯეი ლომ განქორწინებისთვის საჭირო საბუთები ლოს-ანჯელესის სასამართლოში გასულ კვირას შეიტანა, აფლეკთან დაშორების თარიღად 26 აპრილი მიუთითა, მიზეზად კი „მოუგვარებელი უთანხმოება“ დაასახელა.

„ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ – მედია ბენ აფლეკის ახალ რომანზე ალაპარაკდა, მისი სამიზნე კენედის დინასტიის წარმომადგენელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები