კომპანია Mercedes-Benz-მა თავისი საუკეთესო კონცეპტ-ქარები აირჩია. რგოლი, სადაც ხუთი ავტომობილია ნაჩვენები, ავტომწარმოებლის YouTube არხზეა განთავსებული.
მეხუთე ადგილზე 2013 წელს სარბოლო სიმულატორისთვის, Gran Turismo 6-ისთვის შემუშავებული პროტოტიპი AMG Vision Gran Turismo განთავსდა, რომელიც Playstation-ისთვის გამოვიდა.
მეოთხე პოზიცია ყველგანმავალმა Ener-G-Force-მა დაიკავა, რომელიც ხუთი წლის წინ ლოს ანჯელესის მოტორ შოუს ფარგლებში გამართულ დიზაინის კონკურსზე იყო ნაჩვენები.
მესამე ადგილი ექვს მეტრიანმა კუპე Vision Mercedes-Maybach 6-მა დაიკავა, რომელიც 750 ცხენის ძალიანი ელექტრო ძრავით არის აღჭურვილი.
მეორე პოზიცია ქროსოვერ EQ-ს ერგო, პირველი ადგილი კი Mercedes-AMG GT Concept-მ Porsche Panamera-ს მომავალმა კონკურენტმა დაიკავა.