LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ძოწენიძე: „ჩვენი ჯგუფი არაერთხელ ყოფილა დაშლის პირას…“

217
გიორგი ძოწენიძე

გიორგი ძოწენიძე, ჯგუფ „ურსას“ სოლისტი ჯგუფის მიერ განვლილი 15 წელიწადს ჟურნალ „თბილისელებთან“ აჯამებს:

„ბევრი გვეუბნება, როგორ გამოჩნდით ასე უცბად და ძალიან მალე გახდით პოპულარულებიო. მერე ჩვენთვის ვამბობთ ხოლმე, ეს თქვენ გგონიათ, რომ უცბად მოხდა ეს ყველაფერი. რეალურად, ამის უკან მთელი 15 წელია. ამ წლების განმავლობაში ხან პოპულარულები გავხდით, ხან დავკარგეთ პოპულარობა, ხან აქტუალურები ვიყავით, ხან – არა. ბევრი რამ გამოვიარეთ, არაერთხელ ყოფილა დაშლის პირას ჩვენი ჯგუფი, ბევრჯერ აღზევება გვქონია. 15 წელი მართლა არ არის ცოტა. წარმატება ბევრი ყოფილა, მაგრამ ასეთი მასშტაბის – არა, თუმცა განვლილი ისტორიიდან გამომდინარე, ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავით და ამიტომ ახლა ჩვენთან განსაკუთრებული არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ მადლობლები ვართ ჩვენი გულშემატკივრისა და ღმერთის. დანარჩენი ყველაფერი ბუნებრივად ხდება…“

ფოტო: შოთა მაისურაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g