სუპერქარი Pagani Huayra BC, რომელიც უნიკალურ წითელ ფერშია გადაწყვეტილი, უკვე აშშ-ს ნაპირებს მიადგა, სადაც მას Pagani-ს ავტომობილების ცნობილ კოლექციონერს, გარდაცვლილი ბენი კაიოლას ოჯახს გადასცემენ. აღსანიშნავია, რომ ბატონი კაიოლა თავის დროზე ბრენდის დიზაინერებს მოდელ Huayra-ს შექმნაზე შთააგონებდა.
Pagani Huayra BC პირველ რიგში უნიკალური ფერით Rosso Dubai გამოირჩევა, რომელსაც Pagani-ის სხვა არცერთ ავტომობილზე აღარ გამოიყენებენ. ფოტოში უბრალოდ შეუძლებელია ამ უნიკალური შეფერილობის გადმოცემა, თუმცა პირადად ხილვისას მას ფორთოხლისფერი გადაკრავს. ავტომობილს შავი კაპოტი და სახურავი აქვს, სალონი კი ტყავის გაწყობითა და ალუმინის დეკორატიული ჩანართებით გამოირჩევა.
გამორჩეულია ბატონი კაიოლას ოჯახისთვის განკუთვნილი Pagani Huayra BC-ის ტექნიკური მახასიათებლებიც. ავტომობილი 6,0 ლიტრის მოცულობის V12 ბიტურბო ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც AMG-ის ინჟინრებმა შეიმუშავეს. გარდა ამისა, ავტომობილი 132 კილოგრამით ”გახდა”.