LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზურაბიშვილი არის ჩვეულებრივი უცხოპლანეტელი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რომელი ქვეყნის პრეზიდენტია” – გურამ მაჭარაშვილი

148
მაჭარაშვილი/ზურაბიშვილი

„რასაც ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ ის მტკიცდება ზუსტად, რომ ზურაბიშვილი, გახარია, ხაზარაძე, ესენი ყველა არიან მარიონეტები უცხოური ძალის ხელში. საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციურად რა ესაქმება საერთოდ პოლიტიკურ პროცესებში და მით უფრო ოპოზიციის პოლიტიკურ პარტიულ პროცესებში და მით უფრო საკუთარ ადმინისტრაციაში მიიწვიოს 2 პოლიტიკური პარტია ოპოზიციიდან. წარმოიდგინეთ რა დონეზე მივიდნენ“ – ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გადაცემაში „დღის თემა“ დეპუტატი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

მაჭარაშვილი ამბობს რომ უცხოელები სწორედ პრეზიდენტის ხელით ცდილობენ „რაღაცეების“ დალაგებას.

„როგორც ჩანს უცხოელებმა ვერ დაალაგეს გახარიასთან და ლელოსთან მათი გაერთიანება და ახლა სალომე ზურაბიშვილის ხელით ცდილობენ რაღაცეები დაალაგონ, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ქართველ ხალხს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია,  რომ ზურაბიშვილი არის კოლექტიური ნაცმოძრაობის პრეზიდენტი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

უმრავლესობის წევრი „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებასაც, სადაც მან თქვა, რომ მზად არის დიდი პასუხისმგებლობა აიღოს, მათ შორის განიხილავს მეორე ვადით პოსტზე დარჩენასაც.

„უცხოეთში წავიდა და საქართველოზე ამბობდა არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსსო. ეს არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა? საკონსტიტუციო სასამართლომ უთხრა კონსტიტუცია დაარღვიეო. არ აღიარა და თქვა, რომ არა არ დამირღვევიაო და დღემდე არღვევს კონსტიტუციას. ხალხი მივიდა მის ადმინისტრაციასთან და აქ რა მოგარბენინებდათო, რას მომივარდითო. არავის წინაშე არ აქვს პასუხისმგებლობა და რომელ პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ზურაბიშვილი არის ჩვეულებრივი უცხოპლანეტელი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რომელი ქვეყნის პრეზიდენტია“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „დღის თემა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g