LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ხშირად ვიღებ შენიშვნებს ჩემებისგან… ბებიაჩემის დატოვებული ერთი მედალიონი მაქვს, ხშირად არ ვატარებ…“ – სალომე ზურაბიშვილი თილისმასა და აქსესუარებზე

163
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გადაცემას „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრობდა.

პრეზიდენტი მაყურებლების წინაშე განსხვავებული თემებით წარსდგა და ისეთ საკითხებზე უპასუხა წამყვანის კითხვებს, რაზეც აქამდე არ უსაუბრია.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, თუ გაქვთ თილისმა ან აქსესუარი, რომელსაც სულ თან ატარებთ – სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა:

„სულ ვატარებ ამ ჯვარს…

სულ არ ვატარებ, მაგრამ მაქვს ბებიაჩემისგან დატოვებული ერთი მედალიონი, რომელიც არის ერთადერთი რამ, რაც მოდის საქართველოდან, მაგრამ არ ვატარებ, ვინახავ… ზოგჯერ ვატარებ.

ხშირად ვიღებ შენიშვნებს ჩემებისგან, მეზარება ზოგჯერ (სამკაულის) შეცვლა, ხშირტად ერთსა და იმავე სამკაულს ვატარებ, რადგან ცოტა მეტი დრო რომ მქონდეს შევარჩევდი“ – თქვა პრეზიდენტმა გადაცემაში.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ხშირად ატარებს ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ სამკაულებს.

❤️ სალომე ზურაბიშვილი თილისმასა და აქსესუარებზე

❤️ „ბებიაჩემის დატოვებული ერთი მედალიონი მაქვს, ხშირად არ ვატარებ…“ | სალომე ზურაბიშვილი თილისმასა და აქსესუარებზე

Posted by მხოლოდ ლელასთან on ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024
mazda magti 5g