LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შადეის ახალი სიმღერა, რომელიც ტრანსგენდერ შვილს ეძღვნება – გამოდის ალბომი ტრანსგენდერთა შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით

160
447a92b2aa4f48080f18931fc75fb216

ტრანსგენდერთა შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ორგანიზაცია – Red Hot 22 ნოემბერს, მუსიკალურ პროექტს – Transa წარადგენს. ჩანაწერის შექმნის ინსპირაციად, 2021 წელს, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ტრანსი მუსიკალური პროდიუსერის, კომპოზიტორისა და დიჯეის – Sophie გარდაცვალება იქცა.

პროექტის ერთ-ერთი კურატორის თქმით, ,,ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც ტრანს ადამიანებს, ყველაზე მარგინალიზებულ და დაუცველ ადამიანებს ჩვენ კულტურაში, თავს ესხმიან და ხდება მათი სტიგმატიზაცია, ისევე როგორც შიდსით დაავადებულ ადამიანებს 90-იან წლებში. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მათ თვითდამკვიდრებას, ღირსებას, თანასწორ უფლებებს, ასევე მათი, როგორც სოციალური ჯგუფის ხილვადობის ზრდას”.

კომპილაციური ალბომი, რომელშიც 46 სიმღერა შევა, 100-ზე მეტ არტისტთან, მათ შორის სემ სმიტთან და შადეისთან თანამშრომლობით შეიქმნა.

საგულისხმოა, რომ ამ უკანასკნელმა, კრებულისთვის Young Lion დაწერა, რომელიც ერთადერთ ქალიშვილს, აიზეკს მიუძღვნა. აიზეკი 20 წლის ასაკში, ტრანსგენდერ მამაკაცად ,,დაქამინგაუთდა”.

ალბომის პირველი სინგლი, რომელიც Prince & the Revolution-ის 1984 წლის ჰიტის – I Would Die 4 U ქავერია, 4 სექტემბერს გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები