LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თავს ძალა დავატანე და მოვუსმინე“ – მელიტა ფურცელაძე ლევან კბილაშვილის საოცარ შესრულებას გვიზიარებს, რომელიც გია ყანჩელის მუსიკაზე მღერის

723
მელიტა ფურცელაძე

„თავს ძალა დავატანე და მოვუსმინე 😭 ეს ჩემი შვილია 🎼🎤 ეს ჩემი ლევანიკოა 🎤“, – ამის შესახებ მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში წერს და შვილის ლევან კბილაშვილის მორიგ, საოცარ შესრულებას გვიზიარებს.

ემოციურ პოსტს თან ვიდეოც ახლავს, სადაც ლევან კბილაშვილი გია ყანჩელის მუსიკაზე არაჩვეულებრივ სიმღერას „საით მიდიხარ“ მღერის.

„უცებ რომ მოიფიქრებდა და ისეთ სპექტაკლს დადგამდა გაგაოცებდა😭

ყველა მისი ნამღერი, ყველა მისი გამოსვლა „ექსპრომტი“ იყო.

ერთი სიმღერა ერთნაირად არასოდეს უმღერია 🎤

ისეთ რაღაცას გააკეთებდა სიმღერის დროს გაოცებისგან რომ გააშტერებდა ადამიანს 🎼

მთავარი და მართლაც ყველაზე დიდი და ღირსეული რაც არი…

ლევანიკოს არასოდეს, არავისთვის არაფერში და განსაკუთრებით სიმღერაში არ მიუბაძავს❤️❤️❤️

ამიტომ ხარ სულ აქ, ჩვენთან ჩემო ბიჭო 💔❤️“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები