LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მჯერა, 26 ოქტომბერს, ბათუმი და ბათუმელები იტყვიან ღირსეულ სიტყვას“ – პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი აჩიკო ბერიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბათუმის მოსახლეობასთან აგრძელებს

121
აჩიკო ბერიძე

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, ქალაქ ბათუმში, შინდისის სკვერსა და ლერმონტოვის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა.

დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. შეაჯამა განხორციელებული პროექტები, რომლებმაც ბათუმი აქცია კიდევ უფრო მიმზიდველ, წამყვან ტურისტულ და საინვესტიციო ქალაქად.

„სწორედ იმისათვის, რომ განვითარება არ შეფერხდეს და საფრთხე არ დაემუქროს ამ წარმატებებს, მნიშვნელოვანია ჩვენ გვქონდეს სტაბილურობის და მშვიდობის განცდა, რომლის გარანტი გახლავთ ჩვენი გუნდი. მჯერა, 26 ოქტომბერს, ბათუმი და ბათუმელები იტყვიან ღირსეულ სიტყვას,“ – განაცხადა აჩიკო ბერიძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აჭარის უმაღლეს საბჭოში ბათუმის დელეგატი – რამაზ ჯინჭარაძე, ქალაქ ბათუმის მერი – არჩილ ჩიქოვანი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი – ზაზა შავაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g