Diddy-ის სკანდალის ფონზე, ჰეილი ბიბერმა „ინსტაგრამ სთორიში“ მეუღლის ფოტო გაავრცელა. ჰეილიმ საარქივო ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჯასტინი შუა თითს აჩვენებს. აღნიშნულ პოსტს მან წარწერა, „განწყობა“ დაურთო თან.
საზოგადოებამ ჰეილის პოსტი ნიშანდობლივად და დაშიფრულად ჩათვალა, მათი აზრით, არტისტს არ აღელვებს რას წერს მედია და რაც ფიქრობს მსოფლიო მიმდინარე მოვლენებზე.
ცნობისთვის, ინსაიდერის ცნობით, ჯასტინს არ სურს შონ კომბსთან დაკავშირებული მოვლენების გახსენება, რადგან ეს მისთვის ძალიან ტრავმულია, თუმცა, ის მზად არის ყველაფერი თქვას, თუკი ეს სხვებს დაეხმარება.