LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულმა ბანკმა მორიგ სავალუტო აუქციონზე 48 500 000 აშშ დოლარი გაყიდა

168
დოლარი

2024 წლის 8 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 60 მლნ აშშ დოლარიდან 48 500 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7194 შეადგინა.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ინტერვენციის გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო დღეებში ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა გახდა, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა. ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა, ძირითადად, გამოწვეული იყო ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებით, კონკრეტულად, დივიდენდების გეგმური გაცემით.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 4 სავალუტო აუქციონით 217 მილიონი დოლარი გაყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g