Daddy-ის სკანდალური საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტები ბიონსე და ჯეი ზი არიან. ბოლო კვირები არ წყდება მრავალფეროვან კონსპირაციულ თეორიებზე საუბარი.
ყოველივე ამის ფონზე, ცოლ-ქმარი სამარისებურ სიჩუმეს ინარჩუნებს, მათ ჯერ არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ. მედია კი აქტიურად აკვირდება მათ ქმედებებს.
სულ ცოტა ხნის წინ მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელმა არტისტმა, „ინსტაგრამზე“ ფოტოებისა და ვიდეოების სერია გაავრცელა. ის კვლავ თავისი ახალი ვისკის ბრენდის რეკლამას აგრძელებს. ფოტოებში მომღერალს დახვეწილი სამეული აცვია და მეუღლესთან ერთად პოზირებს.
„კლანის მეფე-დედოფალი“, „უგვირგვინო მეფე-დედოფალი“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, შოკისმომგვრელ თეორიებს შორის ყველაზე პოპულარული მაიკლ ჯექსონის საქმეა. მედიაში წერენ იმის შესახებ, რომ აქ შესაძლოა, ჯეი ზის, Daddy-სა და ბიონსეს ბრალეულობა გამოიკვეთოს. ამ თეორიის თანახმად, მაიკლ ჯექსონის სიკვდილი სწორედ Daddy-ს და ჯეი ზის აწყობდათ, რადგან ბიონსე რეიტინგების სათავეში მოექციათ. სწორედ აქვე ჩნდება ვერსია 90-იანი წლების ამომავალი ვარსკვლავის, ალიას ტრაგიკულ სიკვდილზეც. თუ აქამდე ალიას გარდაცვალება უბედურ შემთხვევად განიხილებოდა, ახლა მას ჯეი ზისა და შონ კომბსის სკანდალურ საქმეებს მიაწერენ. ამბობენ, ალია, რომელმაც პოპულარობის ყველა რეიტინგი მოხსნა, ბიონსეს წინსვლაში ხელს უშლიდა. ამავე ვერსიით, სწორედ ამ სქემას შეეწირა მუსიკოსი ლიზა ლოპესიც, რომელიც Left Eye-ის ფსევდონიმით იყო ცნობილი.
„ჭიქაში საბავშვო ზეთი გისხია?!“ – ბიონსე Diddy-თან სკანდალის ფონზე, ფოტოებს ავრცელებს