„ჩემთვის ყველაზე ზუსტი საზომი არის საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულება. ფაქტობრივად, ყოველდღე მიწევს მოსახლეობასთან შეხვედრა, მთელი საქართველო შემოვიარე, მქონდა შეხვედრები სხვადასხვა ქალაქში, რაიონში, სოფელში. ვიცი, როგორია ხალხის განწყობა და ეს ასახულია კვლევებშიც“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან „გორბის“ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.
კალაძის განცხადებით, მისთვის ყველაზე ზუსტი საზომი არის საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულება.
მისივე თქმით სწორედ ხალხის განწყობაა ასახული კვლევებში.
დედაქალაქის მერის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელსაც აქვს უდიდესი შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს.
„ჩემთვის ყველაზე ზუსტი საზომი არის საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულება. ფაქტობრივად, ყოველდღე მიწევს მოსახლეობასთან შეხვედრა, მთელი საქართველო შემოვიარე, მქონდა შეხვედრები სხვადასხვა ქალაქში, რაიონში, სოფელში. ვიცი, როგორია ხალხის განწყობა და ეს ასახულია კვლევებშიც.
თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია. ისინი ხედავენ რა პროექტები მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, დედაქალაქში. რაც მთავარია, გვაქვს მშვიდობა. სწორედ ეს არის საზოგადოების გამოხატულება და დამოკიდებულება, თუ რომელ კონკრეტულ პარტიას უჭერენ მხარს.
„ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელსაც აქვს უდიდესი შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს. ასევე, როგორც კვლევებში ჩანს, შეიძლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახოს ბარიერი. დანარჩენ პარტიებს რაც შეეხება, მოუწევთ ბრძოლა საარჩევნო ბარიერთან მიახლოებისთვის და იმისთვის, რომ რამდენიმემ შეძლოს ბარიერის გადალახვა“ – აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.
კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? შედეგები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ – 59.5%
„ნაციონალურ მოძრაობას“ გაერთიანებულ პარტიებთან ერთად აქვს – 13.6%
გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძის გაერთიანებას – 10.3%
ხაზარაძის გაერთიანებას – 4.5%
გიორგი გახარია პარტიას – 3.8%
იაგო ხვიჩიას „გირჩს“ – 2.7%
პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფოს – 2.5%
სხვა პარტიები – 3 .1%
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით 18 სექტემბრიდან 30 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა 1700 ადამიანი. ცდომილება +/- 3%-ია.