მედიაში ნიკოლ კიდმანისა და სელმა ჰაიეკის ვიდეო ვირუსულად ვრცელდება. კადრები ცოტა ხნის წინ, „პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში გამართულ, „ბალენსიაგას“ ჩვენებაზეა გადაღებული.
სელმას ნიკოლთან ფოტოს გადაღება სურდა, ნიკოლი შეტრიალებული იყო და როცა ჰაიეკმა მისი ფოტოგრაფებისკენ შემობრუნება სცადა, ნიკოლმა უთხრა, რომ მას არ შეხებოდა, შემდეგ კი იქაურობას გაერიდა. აღნიშნულმა ქმედებამ არამხოლოდ სელმა, არამედ ირგვლივ მყოფებიც გააოცა.
ინსაიდერები წერენ, რომ ნიკოლო ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაღიზიანებულია.
„ტყუპებივით არიან“ – ნიკოლ კიდმანმა „ბალენსიაგას“ ჩვენებაზე 15 წლის ქალიშვილი გამოაჩინა