ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, რომელშიც კარიერის საწყის ეტაპზე, რიანას ინტერვიუა აღბეჭდილი.
ვიდეომ აქტუალობა Diddy-ის სკანდალის ფონზე შეიძინა, ვინაიდან მასში, თინეიჯერი ბარბადოსელი ლამაზმანი შემაშფოთებელ განცხადებას აკეთებს.
ყველასთვის ცნობილია, რომ რირის განსაკუთრებული პოპულარობა ჯეი-ზისთან დუეტმა – Umbrella მოუტანა.
როგორც ჩანს, წარმატების მიღწევამდე არტისტი ჰიპ ჰოპ შემსრულებლის მხრიდან ზეწოლას განიცდიდა, თუმცა მაშინ ამ ფაქტისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.
,,ორი არჩევანია – გადიხარ კარიდან კონტრაქტით ან ფანჯრიდან კონტრაქტის გარეშე! ჩვენ კი 29-ე სართულზე ვართ,” – იხსენებს 16 წლის რიანა ჯეი-ზის ნათქვამს, რომელსაც ის ოთახში შუაღამემდე ჩაკეტილი ჰყავდა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, Diddy-ის შემაძრწუნებელ ,,ქეისს”, არაერთი ,,სელებრითი” მალავდა. მათ შორის შესაძლოა, ჯეი-ზისა და ბიონსეს სახელებიც ფიგურირებდეს.