LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ამ სიყვარულს მე მთელი ცხოვრება ვატარებ, ვტირი სიყვარულის ცრემლებით…“ – ზღვა ემოცია და უბედნიერესი ტელეწამყვანი – „დღეს ერთადერთი თიკა ფაცაცია იუბილარია“

278
თიკა ფაცაცია

„სიტყვები არასდროს მეყოფა იმ განცდის აღსაწერად რაც ამ ვიდეოს ნახვით ვიგრძენი და პირველ რიგში რასაც ჩემი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდი მაძლევს და მაგრძნობინებს“ – ამის შესახებ მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს ავრცელებს, სადაც „დილა მშვიდობისა საქართველოს“ შემოქმედებითი გუნდი იუბილარ ტელეწამყვანს დაბადების დღეს ემოციურად და ორიგინალურად ულოცავს.

გადაცემის გუნდი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ ვიდეოში შეეცადნენ თიკას მიმართ ის განსაკუთრებული სიყვარული გამოეხატათ, რასაც უნიჭიერესი წამყვანის მიმართ გრძნობენ, მათი თქმით სადაც თიკაა ყველგან დღესასწაულია.

„დღეს ერთადერთი თიკა ფაცაცია იუბილარია! – ერთ წელზე მეტია, რაც თიკა ჩვენი ეთერიდან ყველაზე ძლიერი და მშვენიერი ქალების ისტორიას გვიყვება, დღეს კი გადავწყვიტეთ სიურპრიზად სწორედ ის ყოფილიყო მისი რუბრიკის გმირი!

შავ-თეთრი 90-იანი წლების ერთ დღეს მოდის ფესტივალის მონაწილეების შერჩევისას დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ თიკას სკოლასაც მიაკითხა და ასე აღმოაჩინა ყველასთვის საყვარელი მოდელი, მომღერალი და ტელეწამყვანი…
მთელი ჩვენი შემოქმედებითი გუნდის სახელით გილოცავთ, თიკა!

ვეცადეთ ამ ვიდეოში ყველაფრისთვის მოგვეყარა თავი, რასაც შენს მიმართ ვგრძნობთ – სადაც თიკაა ყველგან დღესასწაულია და ამ დღე-სასწაულის დღესასწაულს გაუმარჯოს“ – წერს „დილა მშვიდობისა საქართველო“ ვიდეოს ავრცელებს.

🎂❤️‍🔥 დღეს ერთადერთი თიკა ფაცაცია იუბილარია!

🎂❤️‍🔥 დღეს ერთადერთი თიკა ფაცაცია იუბილარია! – ერთ წელზე მეტია, რაც თიკა ჩვენი ეთერიდან ყველაზე ძლიერი და მშვენიერი ქალების ისტორიას გვიყვება, დღეს კი გადავწყვიტეთ სიურპრიზად სწორედ ის ყოფილიყო მისი რუბრიკის გმირი! ⭐️ შავ-თეთრი 90-იანი წლების ერთ დღეს მოდის ფესტივალის მონაწილეების შერჩევისას დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ თიკას სკოლასაც მიაკითხა და ასე აღმოაჩინა ყველასთვის საყვარელი მოდელი, მომღერალი და ტელეწამყვანი… 🤍🎂 მთელი ჩვენი შემოქმედებითი გუნდის სახელით გილოცავთ, თიკა! – ვეცადეთ ამ ვიდეოში ყველაფრისთვის მოგვეყარა თავი, რასაც შენს მიმართ ვგრძნობთ – სადაც თიკაა ყველგან დღესასწაულია და ამ დღე-სასწაულის დღესასწაულს გაუმარჯოს 🥂

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი, 2024

იუბილარი ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს და „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდს მადლობას უხდის :

„სიტყვები არასდროს მეყოფა იმ განცდის აღსაწერად რაც ამ ვიდეოს ნახვით ვიგრძენი და პირველ რიგში რასაც ჩემი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდი მაძლევს და მაგრძნობინებს. ამ სიყვარულს მე მთელი ცხოვრება ვატარებ მთელი ჩემი ცხოვრება ვტირი სიყვარულის ცრემლებით“ – წერს თიკა ფაცაცია.

სიტყვები არასდროს მეყოფა იმ განცდის აღსაწერად რაც ამ ვიდეოს ნახვით ვიგრძენი და პირველ რიგში რასაც ჩემი დილა მშვიდობისა…

Posted by Tika Patsatsia on ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g