LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კანიე უესტი და ბიანკა ჩენსორის ტოკიოში გადაიღეს

254
page

კანიე უესტი და მისი მეუღლე, ბიანკა ჩენსორი კვლავ სკანდალში გაეხვივნენ. ამჯერად საუბარი არც ზედმეტ სიშიშვლეზეა და არც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, შეუფერებელ ქცევაზე.

ჰიპ-ჰოპ არტისტს ყოფილი თანაშემწე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მეტიც ახალ განცხადებაში ლორენ პიშოტამ შოკისმომგვრელ დეტალებზე ისაუბრა. ის აცხადებს, რომ უესტისა და ჩენსორის მიმოწერა წაიკითხა, რომელშიც ეპატაჟური კანიე მეუღლეს ეუბნებოდა, რომ მის დედასთან სექსუალური კავშირის დამყარება სურდა და თან უნდოდა რომ ყოველივე ამისთვის თავად ბიანკას ეყურებინა.

„ყოველივე ამას ორგანიზებას ბიანკა უწევდა“ – კანიე უესტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ახალი დეტალები

ყოველივე ამის ფონზე, წყვილი აშშ-ში დაბრუნებას არ ჩქარობს. ისინი პაპარაცებმა ტოკიოში გადაიღეს. წყვილი სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა. ბიანკამ ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და გულახდილი „ლუქით“ გამოჩნდა.

კანიე უესტი სიდედრს გადაწვდა – მედიაში შოკისმომგვრელი დეტალები ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები