LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემოციური წერილი, რომელიც დედამ ქალიშვილისთვის მანამდე დაწერა, სანამ მის გაშვილებას გადაწყვეტდა: „თათულიას დედას, სამწუხაროდ, ქალიშვილი არც მას შემდეგ გახსენებია, რაც ბიჭი შვილი გარდაეცვალა…“

30357
თამუნა მუსერიძე

თამუნა მუსერიძე პირადში მიღებულ წერილს ასაჯაროებს, სადაც დედა თავის ქალიშვილს ემოციურ წერილში ემშვიდობება…

„რაც შეეხება თათულიას ისტორიას, წელიწადნახევრის წინ დაგვიკავშირდა გოგო, რომელმაც სახლში იპოვა ეს წერილი, რომელიც განსაკუთრებით ემოციური იყო აყვანილი ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, დედებისთვისაც, მაგრამ ჩვენთვის – გამორჩეულად. ჩვენ ვიპოვეთ თათულის დედა და გვაქვს ძალიან პატარა ვიდეო მათი შეხვედრის. ეს იყო ჩვენთვის დიდი შოკი და დარტყმა, განვიცადეთ ეს ამბავი, რადგან არ გვჯეროდა, რომ ამ წერილის ავტორს ასე მოქცევა შეეძლო. ვკითხულობდით კიდევაც, ნუთუ, მართლა დედამ დაწერა ეს წერილი, რომელიც ასე მოიქცაო… მართლა დედის დაწერილია. დედის ამ განცდების, ემოციების და ტკივილის შემდეგ მისი რეაქციის გამო დავსვით ეს კითხვა…

არ იფიქროთ, რომ ან თათულია, ან მე, ან სხვა გაშვილებული ბავშვი ეძებს ბიოლოგიურ ოჯახს, რომ გავარდეს, ჩაეხუტოს დედას და დედა-შვილობა ატეხოს. პირველ რიგში, ეძებს იმიტომ, რომ იცოდეს გვარი, გენეტიკური დაავადებები და ასე შემდეგ. თუ ბიოლოგიური დედა გამოთქვამს სურვილს, რომ შვილთან იკონტაქტოს, ეს ასმაგად სასიამოვნოა.

თათულიას დედა წარმოშობით სამეგრელოდან აღმოჩნდა და ისე მოხდა, რომ ოჯახმა თათულია არ მიიღო. დედამ ის ერთხელ ნახა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ძმა გარდაიცვალა, დედას ბიჭის გარდაცვალების შემდეგაც კი არ გახსენებია ქალიშვილი და არ მიუკითხავს მისთვის. ულამაზესი, უჭკვიანესი, საოცარი გოგოა, მაგრამ სამწუხაროდ, ოჯახმა მასზე კიდევ ერთხელ თქვა უარი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g