LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფაქტი ერთია, 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ შევქმენით ისეთი გარემო, სადაც ადამიანებმა ამოისუნთქეს, არავის ეშინია საკუთარი არჩევანის დაფიქსირების“ – ნინო წილოსანი

128
ნინო წილოსანი

„ამომრჩევლებს ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, ვის და რატომ აძლევენ ხმას, თანაც სრულიად თავისუფლად და ლაღად“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი წერს სოციალურ ქსელში.

წილოსანის მტკიცებით, ოპოზიცია თავის მართლების რეჟიმზეა გადასული.

„მასიურად მხვდება ოპოზიციის პოსტები – ამომრჩეველს ამშვიდებენ, ნუ გეშინიათ თქვენი ხმა არის ფარული და თქვენს არჩევანს ვერავინ გაიგებსო… ისე, თითქოს ვინმეს მართლა ეშინოდეს ან/და ეჭვი ეპარებოდეს ამაში :))

ფაქტი ერთია, 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ შევქმენით ისეთი გარემო, სადაც არავის ეშინია საკუთარი არჩევანის დაფიქსირების და ადამიანებმა ამოისუნთქეს ამ თავისუფლებაში

რეალურად კი, მათი ეს პოსტები წინასწარი თავის მართლებაა წაგებული არჩევნებისთვის – იტყვიან, იმიტომ წავაგეთ, რომ არჩევანის დაფიქსირების შეეშინდა ხალხსო, ჩვენი აღქმით გაყალბდა ეს არჩევნები და უნდა გავაპროტესტოთო

გირჩევთ საკუთარ მავნებლობაში გაერკვიოთ… ამომრჩევლებს ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, ვის და რატომ აძლევენ ხმას, თანაც სრულიად თავისუფლად და ლაღად“, – წერს ნინო წილოსანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g