„სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება“, – ასე ეხმაურება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარ შემთხვევას, კერძოდ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში.
„სირცხვილია, სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
„მივმართავ მარნეულის საოლქო კომისიას, სასწრაფოდ გაერკვნენ სიტუაციაში და მიიღონ სათანადო გადაწყვეტილება“ – რას ამბობს გიორგი კალანდარიშვილი მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარ ფაქტზე
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აღნიშნულ საკითხზე.“
მამუკა მდინარაძე: „ეს საბოტაჟია, წარმოუდგენელია, კამერების წინ დადგეს ადამიანი და ასე ყრიდეს უბანზე ბიულეტენებს – თუ კადრები ნამდვილია, უმკაცრესად დაისჯება“