LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა იდგებოდა ქუჩაში და იმ 53%-ს თავზე დაახევდა ქოცს…ამიტომ არის ციხეში, თქვენ ჩამოდექით და…“ – რას წერს ეკა ხერხეულიძე

467
2024-10-27_01-40-43_725073

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე სოციალურ ქსელში არჩევნების შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ მაჩვენებელს თავზე დაახევდა „ქოცებს“.

მისივე თქმით, საზოგადოებამ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ტოლობის ნიშანი დასვა, რაც არასწორია.

„ახლა იდ­გე­ბო­და ქუ­ჩა­ში და იმ 53% თავ­ზე და­ა­ხევ­და ქოცს. ამი­ტომ არის ცი­ხე­ში. თქვენ ჩა­მო­დე­ქით და კომ­პე­ტენ­ტუ­რი სა­ხე­ე­ბით ტო­ლო­ბის ნი­შა­ნი დას­ვით მი­შა­სა და მტა­ცე­ბელ ივა­ნიშ­ვილს შო­რის. აი, ესაა სი­მარ­თლე“, – წერს ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტის არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.028 %-ით ( 951 037 ხმა) ლიდერობს.

მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.185 % (200 604 ხმა)

„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 9,852 % (176 700) მოიპოვა;

„ძლიერი საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 9,011 % (161 603 ხმა) აქვს;

“გახარია საქართველოსთვის” – 8.224% (147 487);

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g