ლეგენდარულმა ტოპ-მოდელმა მორიგი გლამურული ჟურნალის გარეკანი დაამშვენა. ამჯერად 54 წლის ნაომი კემპბელი V Magazine-ის, 2024 წლის ზამთრის გამოცემის სტუმარია.
„შავი ავაზა“ ფოტოობიექტივის წინაშე შავ სამოსში პოზირებდა და არაერთი თვალისმომჭრელი „ლუქი“ მოირგო. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „დოლჩე და გაბანას“ მაქმანებიანი „ბრა“, გამჭვირვალე ზედა და ვუალი.