LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო, ურეკავს, რომ ქვეყანა ჩამოინგრა, ზურაბიშვილი დაკავებულია დეზინფორმაციით“

133
სალომე ზურაბიშვილი და შალვა პაპუაშვილი

„სალომე ზურაბიშვილს უცხოურ პრესასთან დღეში რამდენიმე ინტერვიუ აქვს, ის ცილს სწამებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომ მათი გამოყენება ხდება გაყალბებისთვის, ის დაკავებულია დეზინფორმაციით, ზოგიერთმა უცხოელმა კოლეგამაც კი გვითხრა, რომ უკვე თვალში საცემია ქალბატონი სალომეს დესტრუქციული ქმედება საგარეო დონეზე“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ის წლები იყო პარლამენტის წევრი, არის საქართველოს პრეზიდენტი და ელემენტარულ სამართლებრივ საკითხში ვერ ერკვევა:

„ტელეფონით შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო, ურეკავს, რომ ქვეყანა ჩამოინგრა. სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს მისცეს ჩვენება და ახალი განმარტება მოგვცა სისხლის სამართლის სისტემის, სადაც ამბობს, მე დავაბრალე და მათი ამოცანაა, გამოიძიონო. რატომ უნდა მოვიტანო რამე მტკიცებულებაო, ეს თქვა მან გუშინ. ის წლები იყო პარლამენტის წევრი, არის საქართველოს პრეზიდენტი და ელემენტარულ სამართლებრივ საკითხში ვერ ერკვევა.

სალომე ზურაბიშვილი: მტკიცებულებებს თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება, მე ასე ვიცოდი, რომ პირიქით იყო – საგამოძიებო ორგანოს თავად უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები

მან თქვა ერთ-ერთი უცხოურ პრესასთან, რომ არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებოდა კარუსელი – ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელიო. ეს არის პირდაპირი ბრალდება, 17 თქვა იმიტომ, რომ რაღაც დაზუსტებული ინფორმაცია აქვს მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, გამოვიდეს და თქვას, რატომ 17? რატომ არ თქვა 16 ან 19? ან თქვას, რომ ჭორაობდა და ამით იყო დაკავებული საერთაშორისო პრესასთან და ძირს უთხრიდა ქართველების რეპუტაციას ან წარმოადგინოს მტკიცებულებები.

ასევე, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ „ოცნებამ“ სავარაუდოდ რუსული სპეცსამსახურებისგან მიიღო დახმარებაო. არ შეიძლება, ასეთი ჭორაობით იყო ადამიანი დაკავებული.

პრემიერი: „სალომე ზურაბიშვილი მართალია, სულით და გულით არის „ენჯეოშნიკი“, თუ „ენჯეოშნიცა“, მაგრამ თანამდებობის პირია, აქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა, არ აქვს უფლება ზეპირად ისაუბროს – დარწმუნებული ვარ, ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას“

მერე იფიქრა ეტყობა, რომ წარმოედგინა მტკიცებულებები, დაუკავშირდა „ენჯეოებს“ და მიაწოდეს იგივე ვიდეოები და ფოტოები, რომლებიც მათ ატვირთეს და რომლებშიც ბევრი ვერაფერი ვნახეთ.

ადამიანმა ცილი დასწამა ცესკო-ს, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, გამოვიდა პრესკონფერენციაზე და იქაც ცილი დასწამა ყველას. ეს არის იმ სასოწარკვეთილების მაგალითი, რომელსაც ახლა ვხედავთ“. – განაცხადა პაპუაშვილმა.

პროკურატურა: „პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ ფლობენ მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, უარს აცხადებენ ინფორმაციის მოწოდებაზე – დროულად გამოცხადდნენ საგამოძიებო სტრუქტურებში და ითანამშრომლონ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g