ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ 67-ე ,,გრემის” ნომინანტები გამოავლინა. მუსიკალური ინდუსტრიის უმაღლესი ჯილდოს პრეტენდენტთა შორის, ყველაზე მეტი, 11 ნომინაცია ბიონსეს მიენიჭა.
შედეგად, მან ,,გრემის” ისტორიაში, საერთო ჯამში მინიჭებული 99 ნომინაციით მეუღლეს, ჯეი-ზის აჯობა და დაჯილდოების ყველაზე მეტჯერ ნომინირებულ შემსრულებლად იქცა. ახლა, ჯეი-ზის 88 ნომინაცია აქვს და მეორე ყველაზე მეტჯერ ნომინირებული არტისტია.
ბიონსე ,,გრემის” ისტორიაში, ასევე ყველაზე მეტი, 32 ჯილდოს მფლობელი არტისტია.
ბილი აილიში, კენდრიკ ლამარი, Post Malone და Charli XCX 7-7 ნომინაციაში წარადგინეს.
ტეილორ სვიფტს, საბრინა კარპენტერსა და ჩაპელ როანს 6-6 ნომინაცია შეხვდათ.
,,გრემის” 67-ე დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გაიმართება. ვინ წაიყვანს შოუს, ჯერჯერობით უცნობია.
67-ე ,,გრემის” ნომინანტთა სრული სია იხილეთ აქ.
ძირითადი არაჟანრობრივი ნომინაციები:
წლის ალბომი
New Blue Sun – André 3000
Cowboy Carter – ბიონსე
Short n’ Sweet – საბრინა კარპენტერი
Brat – Charli XCX
Djesse Vol. 4 – Jacob Collier
Hit Me Hard and Soft – ბილი აილიში
The Rise and Fall of a Midwest Princess – ჩაპელ როანი
The Tortured Poets Department – ტეილორ სვიფტი
წლის ჩანაწერი
Now and Then – The Beatles
Texas Hold ‘Em – ბიონსე
Espresso – საბრინა კარპენტერი
360 – Charli XCX
Birds of a Feather – ბილი აილიში
Not Like Us – კენდრიკ ლამარი
Good Luck, Babe! – ჩაპელ როანი
Fortnight – ტეილორ სვიფტი და Post Malone
წლის სიმღერა
Texas Hold ‘Em – ბიონსე
Birds of a Feather – ბილი აილიში
Good Luck, Babe! – ჩაპელ როანი
Not Like Us – კენდრიკ ლამარი
Die with a Smile – ლედი გაგა და ბრუნო მარსი
Please Please Please – საბრინა კარპენტერი
A Bar Song (Tipsy) – Shaboozey
Fortnight – ტეილორ სვიფტი და Post Malone
საუკეთესო ახალი არტისტი
ბენსონ ბუნი
საბრინა კარპენტერი
Doechii
Khruangbin
Raye
ჩაპელ როანი
Shaboozey
ტედი სუიმსი