LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედა სულ მეუბნებოდა, რომ მე საუკეთესო ვიყავი“ – ბენი ბლანკო People-მა წლის სექსუალური მამაკაცების სიაში განათავსა

197
page

სელენა გომესის შეყვარებული, ბენი ბლანკო, გამოცემა People-მა წლის სექსუალური მამაკაცების სიაში განათავსა. 36 წლის ბლანკომ გამოცემას ინტერვიუც მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ სელენა გომესი მისი საუკეთესო მეგობარია.

„მე საკუთარ თავში მუდამ დარწმუნებული ვიყავი. დედა სულ მეუბნებოდა, რომ საუკეთესო ვიყავი… მე და სელენას ადრე გაღვიძება გვიყვარს, მაშინ ვიწყებთ დღეს, როცა მთელ მსოფლიოს ჯერ კიდევ სძინავს. ეს ჩემთვის საუკეთესო დროა. ძალიან ბედნიერი ვარ, სელენა ჩემი საუკეთესო მეგობარია, ის არის ადამიანი, რომელსაც შემიძლია ყველაფერი ვუთხრა და გავუზიარო“, – აცხადებს ბლანკო.

აღსანიშნავია, რომ როდესაც წყვილის რომანის შესახებ გახდა ცნობილი, მსახიობს არჩევანი დაუწუნეს და ბლანკოს გარეგნობაზე ნეგატიური კომენტარი იწერებოდა.

ცნობისთვის, წყვილს მრავალწლიანი ნაცნობობა აკავშირებს, მათი რომანის შესახებ ცნობილი 2023 წელს გახდა. Emmy-ის დაჯილდოების 76-ე ცერემონიაზე 32 წლის არტისტი და მსახიობი უზარმაზარი ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა, თუმცა ეს ფაქტი ჯერჯერობით ოფიციალურად არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია.

„ეს სიყვარულია“ – სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს პირველი გამოჩენა ნიშნობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ

სელენა გომესმა Emmy-ის დაჯილდოებაზე ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდით გაიბრწყინა

„სიყვარული ბრმაა“, „ეს ნამდვილი სიყვარულია“ – სელენა გომესისა და მისი ახალი შეყვარებულის ფოტოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები