მედიაში ბენ აფლეკის ფოტოები გავრცელდა. მსახიობსა და რეჟისორს გარს უამრავი პოლიციელი არტყამს, თავად ბენს კი შერიფის სამკერდე ნიშანი აქვს ჩამოკიდებული და აღფრთოვანებული გამომეტყველებითაა წარმოდგენილი.
ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა. ბევრი ფიქრობს, რომ 52 წლის ბენი აღნიშნულ ფოტოებში არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება.
„აქ რა ხდება?“, „ფხიზელია?“, „რა უცნაურად იქცევა, ან რა გამომეტყველება აქვს“, – არ წყდება კომენტარები.
საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს ბენ აფლეკისა და მეთ დეიმონის ერთობლივი ფილმის გადასაღები მოედანია. ეს გახლავთ ტრილერი, სახელწოდებით „მშვიდად განისვენე“, რომელსაც „ნეტფლიქსი“ იღებს.
მხოლოდ სამი სიტყვა – ბენ აფლეკმა ჯეი ლო განქორწინების შემდეგ პირველად ახსენა