LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,როლინგ სტოუნმა” 2024-ის საუკეთესო სიმღერები დაასახელა

173
YEAR-IN-REVIEW_songs_final

ჟურნალმა – Rolling Stone 2024 წლის 100 საუკეთესო სიმღერა გამოავლინა.

,,როლინგ სტოუნმა” 2024-ის საუკეთესო ალბომები დაასახელა

საკულტო გამოცემამ პირველი ადგილი ჩაპელ როანის Good Luck, Babe! მიანიჭა. სიმღერამ, რომელიც არტისტმა აპრილში, დამოუკიდებელ სინგლად გამოუშვა, ,,შუადასავლეთის პრინცესას” ცხრა წლიანი მუსიკალური კარიერის ფონზე, აღზევება და მნიშვნელოვანი აღიარება მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიცია არ იყო მისი სადებიუტო სტუდიური ალბომის – The Rise and Fall of a Midwest Princess ნაწილი, მისმა წარმატებამ ხელი დისკის გლობალურ პოპულარობასა და კომერციულ წარმატებას შეუწყო.

მეორე ადგილზე კენდრიკ ლამარის Not Like Us დასახელდა. სიმღერა წლის განმავლობაში მუსიკალური სამყაროს ყურადღების ცენტრში იყო. ნამუშევარი, რომლითაც ლამარი დრეიკს დაუპირისპირდა, ერთგვარ კულტურულ ფენომენად იქცა.

მესამე ადგილი წილად Shaboozey -ის ჰიტს – A Bar Song (Tipsy) ხვდა. მუსიკოსმა სწორედ ამ სიმღერით ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით, 19 კვირით დაიკავა ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” 66 წლიან ისტორიაში პირველი ადგილი და ჩარტში ლიდერობის აქამდე დამყარებული მსგავსი რეკორდი გაიმეორა.

Shaboozey-იმ ჰიტით – A Bar Song (Tipsy) ,,ბილბორდის ცხელ ასეულში” პირველობის ყველა დროის რეკორდი გაიმეორა

,,როლინგ სტოუნის” 2024-ის საუკეთესო სიმღერების ათეული ასეთია:

  1. Good Luck, Babe!, Chapell Roan
  2. Not Like Us, Kendrick Lamar
  3. A Bar Song (Tipsy), Shaboozey
  4. Espresso, Sabrina Carpenter
  5. Birds of a Feather, Billie Eilish
  6. Too Sweet, Hozier
  7. Nasty, Tinashe
  8. Pink Skies, Zach Bryan
  9. Girl, So Confusing (Remix), Charli XCX feat. Lorde
  10. Right Back to It, Waxahatchee feat. MJ Lenderman

ტოპ ასეულში ასევე ისეთი არტისტების სიმღერები მოხვდა, როგორებიც: ბიონსე, არიანა გრანდე, ლედი გაგა, ტეილორ სვიფტი და სხვები არიან.

Rolling Stone-ის 2024 წლის 100 საუკეთესო ალბომის სრული სია იხილეთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები