LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელებს სურთ, რომ ბავშვებს სოც-ქსელების გამოყენება აუკრძალონ

110
70914875_1004

გერმანიის მოსახლეობის უმრავლესობას სურს კანონი, რომელიც 16 წლამდე ბავშვებს სოც-ქსელებში რეგისტრაციას უკრძალავს. ასეთი დასკვნა ექსპერტებმა სოციოლოგიის ინსტიტუტის YOUGOV-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს.
შესაბამისი კანონი წელს ავსტრალიაში მიიღეს, რაც ნაციონალურ გამოცემებსა და სოც-ქსელებში განხილვის საგნად იქცა.

გერმანიაში ჩატარებულმა გამოკითხვამ კი აჩვენა, რომ გერმანელთა 77% სრულად ან ნაწილობრივ ემხრობა მსგავსი კანონის მიღებას. სოც-ქსელების შეზღუდვის წინააღმდეგ მხოლოდ ადგილობრივთა 13% გამოდის.

გარდა ამისა, გერმანელთა 82% დარწმუნებულია, რომ სოც-ქსელები ნეგატიურად მოქმედებს ბავშვებსა და მოზარდებზე.

ამასობაში ევროკავშირმა ტექნოლოგიურ კომპანიებს დაავალა, აპლიკაციები ნაკლებად „ჩამთრევი“ გახადონ. პოლიტიკოსთა აზრით, ასეთი აპლიკაციები ყურადღების კონცენტრაციაზე ახდენს გავლენას, გონების განვითარებას უშლის ხელს და პერსპექტივაში შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს მთელ თაობებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები