LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში ჩიტის სიკვდილის გამო ქარის ელექტროსადგურს მიმართულება შეუცვალეს

105
54366576

საფრანგეთის სამხრეთში, პირინეების მთებში ქარის ელექტროსადგურის მუშაობის რეჟიმი შეცვალეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ტურბინასთან თეთრთავიანი ულვა იპოვეს. სიახლის შესახებ Renew economy წერს.

დეკემბრის შუა რიცხვებიდან ელექტრო სადგურს მხოლოდ ღამ-ღამობით ამუშავებენ. 24 საათიან რეჟიმზე გადასვლას სადგური მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც ინჟინრები მოიფიქრებენ გზას, რომელიც ფრინველთან შეტაკების რისკებს შეამცირებს.

ელექტროსადგური მდებარეობს რეგიონში სადაც ბევრი უნიკალური, გადაშენების პირას მყოფი სახეობა ბინადრობს, ისეთები რომლებიც ბევრ ქვეყანაში განსაკუთრებული დაცვის ქვეშ არიან.

ფრანგი ორნითოლოგების ინფორმაციით, ამ დროისთვის საფრანგეთში ქარის ტურბინებმა 50-მდე ფრინველი იმსხვერპლეს.

საინტერესოა, რომ ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა მეთოდებს იგონებენ, რათა ფრინველი ქარის წისქვილებისგან დაიცვან. მაგალითად, ნიდერლანდებში ფრინველის მოახლოებისას ტურბინები ავტომატურად ითიშება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები