დემი მური „ინსტაგრამ გამომწერებს“ ხშირად ანებივრებს საკუთარი ფოტოებით. მისი გარდერობის მრავალფეროვნებითა და დახვეწილობით საზოგადოება უკვე დიდი ხანია მოხიბლულია.
ამჯერად 62 წლის დემიმ სახალისო და საოცრად თბილი ვიდეო გაავრცელა. ის ამჯერად ორი წლის შვილიშვილთან, ლუსთან ერთად თოვლში თამაშობს.
ბებია-შვილიშვილის უახლესი ვიდეოთი საზოგადოება მოიხიბლა. დემიმ უამრავი ქათინაური მიიღო.
„ასეთი ბებია იშვიათობაა“, „ყველაზე მაგარი ბებია“, „ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი ბებია“, – არ წყდება კომენტარები.
ფოტო/ვიდეო: „ხელის თხოვნა შობაზე“ – დემი მურისა და ბრიუს უილისის ქალიშვილი თხოვდება
„ყველაზე ახალგაზრდული ბებია მსოფლიოში“ – 61 წლის დემი მური ფოტოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს