მადონამ საახალწლო არდადეგები იაპონიაში, შვილებთან, მეგობრებთან და საყვარელ მამაკაცთან, 28 წლის აკიმ მორისთან ერთად გაატარა.
პოპის დედოფლის „ინსტაგრამზე“ მოგზაურობიდან უამრავი შთამბეჭდავი კადრი შეგხვდებათ. აშკარაა, 66 წლის მადონა 38 წლით უმცროს აკიმთან თავს საოცრად ბედნიერად გრძნობს.
ცნობისთვის, ახლახან ინფორმაცია გავრცელდა, რომ არტისტი მესამედ თხოვდება. ამ ამბავს საფუძვლად თავად პოპის დედოფლის ქმედება უდევს. მან ერთ-ერთ ვიდეოში ხელი ასწია და ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი განზრახ გამოაჩინა.
66 წლის მადონა მესამედ თხოვდება, მისი რჩეული 28 წლის აკიმ მორისია