LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ჩაცმულობით ორიენტაცია ისაზღვრება, მაშინ 9 სართულიან პლატფორმებზე შემდგარი გოგოები ჩემთვის მხოლოდ სუსტი ყოფაქცევის ქალებად აღიქმებიან… არ დაგავიწყდეთ, აეროპორტში ლაშას და ოლგას დახვედრა, ახალი გმირი ჩამოგდით“ – რას წერს სალომე გოგიაშვილი მის მეგობარზე, რომელიც აბუ-დაბიში, ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იყო

1311
სალომე გოგიაშვილი

სალომე გოგიაშვილი აბუ-და­ბი­ში, სას­ტუმ­რო „რე­დი­სონ­ში“ მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.

როგორც გოგიაშვილი აღნიშნავს, ის გმობს ყოველგვარ ძალადობას.

ამასთან, სალომე გოგიაშვილი წერს, რომ ჩაცმულობით ადამიანის ორიენტაცია არ ისაზღვრება.

ვიდეო: „ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის გავცემთ პასუხს! მადლობა გვერდში დგომისთვის!“ – ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძის მიმართვა აბუ-დაბიდან

„რაც შეეხება გიორგის ანუ გოგოლას! აი ის ადამიანები, რომლებიც პოსტებს აზიარებთ და ღადაობთ, თქვენი დაბალი დონის იუმორით, არ დაგავიწყდეთ საკუთარი ცხოვრების გახსენება… ბოლო ბოლო ლьაზარე რომ კერპად გეყოლებათ და ნუ ჩამომათვლევინებთ გეი დელეგაციას, რომლებიც წინ გიდგანან აქციებზე, უხერხულია ვინმეზე პირის გაღება! თქვენ ისინი ხართ ვინც მათ ტაშს უკრავთ. ვგმობ ყველანაირ ძალადობას, რომელი მხარეც არ უნდა იყოს, მაგრამ თქვენივე პროვოცირებულ ინციდენტს ასე რომ პასუხობენ მერე ნუ გიკვირთ! ხო და გოგოლას რაც შეეხება, თუ ჩაცმულობით ორიენტაცია ისაზღვრება, მაშინ 9 სართულიან პლატფორმებზე შემდგარი გოგოები ჩემთვის მხოლოდ სუსტი ყოფაქცევის ქალად აღიქმება. ხო, არ დაგავიწყდეთ, აეროპორტში ლაშას და ოლგას დახვედრა ,ახალი გმირი ჩამოგდით,“ – წერს სალომე გოგიაშვილი.

„ლაშა გაბიტაშვილმა გადმომცა გითხრათ, კარგად არიან ისიც და მისი მეუღლეც… წინასწარი მონაცემით, მოძალადეების მხრიდან ამ დროისთვის დაკავებულია ერთ-ერთი პირი“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ნიკა ხატიაშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე

შეგახსენებთ, აბუ დაბიში ინ­ცი­დენ­ტის დროს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს ჩხუ­ბის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე, დამ­სვე­ნე­ბე­ლი, პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მე­გო­ბა­რი, გიო გო­გო­ლა­ძე, ვისი ნას­რო­ლი თეფშიც რეს­ტორ­ნის თა­ნამ­შრო­მელს მოხ­ვდა და და­ზი­ან­და.

აბუ-და­ბი­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმდინარეობს.

„ასეთი გადედლებული კაცები ვერასდროს მოახდენენ რევოლუციას ეს კარგად იცოდეს ყველამ! პასუხს კი ყოველთვის მიიღებენ ადეკვატურს ქართველებისგან!“ – ირაკლი ზარქუა აბუ-დაბიში მომხდარზე

ვიდეო: ვრცელდება აბუ-დაბიში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ახალი კადრები

ცნობისთვის, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი გუშინდელ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, გუშინდელი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g