ნიდერლანდებში შესაძლოა 21 წლამდე პირებს სიგარეტის და ვეიპის მოწევა აუკრძალონ. ინიციატივის ავტორები ნიდერლანდების ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტები არიან. Global Action-ის ინფორმაციით, ამჟამად თამბაქოს შეძენა 18 წლიდანაა შესაძლებელი.
ნიდერლანდებს იმედი აქვს, რომ 2040 წლიდან გაზრდის თაობას, რომელიც თამბაქოს მომხმარებელი აღარ იქნება. უკვე განიხილება იმის შესაძლებლობაც, რომ ფილტრიანი სიგარეტი აიკრძალოს.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ასაკობრივი ზღვრის გაზრდა მიზნის მიღწევას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. თავის მხრივ ჩინოვნიკები სიგარეტის ფასის ზრდას და მოწევის მავნებლობასთან დაკავშირებით კამპანიების დაწყებას აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ თამბაქო ევროპის ქვეყნებში ნაადრევი სიკვდილიანობის გავრცელებული მიზეზია და ყოველწლიურად 700 ათასი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს.