ნუცა თოფურია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს „მთავარი არხის“ ეთერში აფასებს.
მომღერლის თქმით, „რეჟიმის პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ“.
„პროტესტი უწყვეტად გრძელდება და შეიძლება ითქვას, რომ ჩემს სტაბილურ სამსახურად იქცა. ჩვენ აქციაზე ადამიანები უკვე ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, თბილი დამოკიდებულება გვაქვს.
თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, საოცარ ადამიანებს, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ისხდნენ ციხეში… ვინ ზის ციხეში და ვინ უსჯის მათ პატიმრობას, ეს ხომ მარაზმია.
მე მთელი გულით განვიცდი იმას, რაც დღეს ხდება და მგონია, რომ მათ ჩვენნაირი ადამიანები არასდროს არ ეყოლებათ“, – ამბობს ნუცა თოფურია.