აშშ-ში ემიგრაციაში მყოფი ტელეჟურნალისტი მერიკო კარტოზია ჟურნალ „სარკესთან“ ბოლოდროინდელ სირთულეებს იხსენებს. შეგახსენებთ, რომ ის გადაღებაზე ეტლიდან გადავარდა, რის შედეგადაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა და საოპერაციო გახდა. მერიკო ჯერჯერობით ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდა:
„ჩემი მკურნალობა შტატმა დამიფინანსა, რადგან ეს იყო გადაუდებელი შემთხვევა. დაზღვევაც არ მქონია, მკურნალობის ხარჯები კი 400 000 დოლარზეა ასული. მე საერთოდ არაფერი გადამიხდია. იცოდნენ, რომ არც სამსახური მქონდა აქაური, არც შემოსავალი, არც დაზღვევა… ჩემი ვიზის საფუძველზე გააკეთეს ეს ყველაფერი…“
მერიკო იხსენებს, რომ ახალ წელს ერთ-ერთ ცნობილ ადამიანთან ერთად უჩვეულო გარემოში შეხვდა:
„ახალ წელს უჩვეულო გარემოში შევხვდი – ხუთი კაცი მიცავდა. საქმიანი შეხვედრა მქონდა ამერიკულ ბარში და ის ადამიანი მოვიდა დაცვასთან ერთად. ხუთი კბილებამდე შეიარაღებული ადამიანი გვიცავდა. ძალიან ცნობილი პიროვნებაა და მასთან ერთად უკვე მეც მიცავდნენ. ბარში ვიყავით და ასე შევხვდი ახალ წელს პირველად ასეთ უჩვეულო გარემოში…“
მერიკო კარტოზიასთან ინტერვიუს „სარკის“ 22 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.