LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი უგულავა: „სულ ფეხზე მკიდია, შსს რას იტყვის, კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენ გვაქვს პროტესტის უფლება, მათ შორის, მაგისტრალის გადაკეტვის“

327
გიგი უგულავა

შსს არის მარბიელი რაზმი, კონსტიტუციიდან გასული. სულ ფეხზე მკიდია, შსს რას იტყვის, რადგან საქართველოში არსებობს კონსტიტუცია. კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენ გვაქვს პროტესტის უფლება, მათ შორის, მაგისტრალის გადაკეტვის, წინასწარ ამის შესახებ იცოდნენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ „თბილისი მოლთან“ განაცხადა.

უგულავას თქმით, „შსს და მთლიანად ნიღბიანები არიან კრიმინალური ბანდა“.

„ამ ნიღბიანი ბანდიტების მოვალეობა ხალხის დაჭერა, დარბევა და დაშინება კი არ არის, კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფაა, ანუ ხალხის პროტესტის უზრუნველყოფა. ამიტომ, შსს და მთლიანად ნიღბიანები არიან კრიმინალური ბანდა.

ხატია დეკანოიძე: „არავის ეშინია გომელაურის და რეჟიმის – დამიჭირონ“

„თუ ბევრი ვიქნებით, მერწმუნეთ, რომ არავითარი შიში არ იქნება და ხელისუფლება ვერ გაბედავს, რომ ათიათასობით, ათასობით ადამიანი დააკავოს“

ივანიშვილი არის ხუნტა, ივანიშვილი რასაც აკეთებს, არის ყველაზე რთული და ბინძური კომბინაცია, რადგან ეს კაცი არის კლინიკური გიჟი და რუსი, პუტინზე უარესი, რადგან პუტინი გიჟი მაინც არ არის, უბრალოდ ბოროტია და ივანიშვილი არის რუსიც შეგნებით, საბჭოთა რუსი. ამ ხალხს, ნიღბების უკან რომ იმალება, ტყუილად ჰგონია, რომ ცხოვრება რამდენჯერ შეიცვლება, სულ ნიღაბი ეკეთება და შემდეგი ხელისუფლება გამოიყენებს? არა, ერთია, ვინც ამ ნიღბიანებს აძლევს დავალებას, ის დამნაშავეა, მაგრამ ის უსისხლობა, გადამეტებული, საზიზღარი ძალადობა უკვე ინდივიდუალური საკითხია, ინდივიდუალური სადიზმია და ამას იმით ვეღარ გაამართლებ, რომ დამავალეს. დაგავალეს დაჭერა, მაგრამ ზემოდან ფეხებით რომ დახტუნაობ – ამ სადისტებს ყველას მოეკითხება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g