„აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის ჩართულობით დისკუსიები კარგად მიმდინარეობს“, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ტრამპს მედიასთან დეტალები არ დაუკონკრეტებია:
„ჩვენ გვაქვს დაგეგმილი შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის უკრაინასთან და რუსეთთან და ვფიქრობ, რომ ეს დისკუსიები რეალურად საკმაოდ კარგად მიმდინარეობს“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის მიერ აღნიშნული კომენტარის გაკეთებამდე, მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თუ რუსეთსა და უკრაინას ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარება სურთ, ორივე მხარეს გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუწევს.