LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმატებული წელი: Ferrari-ს გაყიდვები და შემოსავლები გაეზარდა

110
წარმატებული წელი Ferrari-ს გაყიდვები და შემოსავლები გაეზარდა

Ferrari-მ ძალიან წარმატებული 2024 წელი შეაჯამა – გაყიდვები და შესაბამისად შემოსავლები გაიზარდა. გასულ წელს იტალიურმა ბრენდმა 13 752 ავტომობილის რეალიზება შეძლო, ზრდა 2023 წელთან შედარებით არც თუ ისე დიდი – 0,7%, თუმცა მატება მაინც აღსანიშნავია. ამასთან, Ferrari-ს შემოსავალი 11,8%-ით გაიზარდა, 6,7 მილიარდ ევრომდე, ხოლო სუფთა მოგება 21%-ით გაიზარდა  – 1,53 მილიარდ ევრომდე. ასეთი შედეგების მიღწევა ბრენდმა მანქანების პერსონალიზაციის მოთხოვნის ზრდის ხარჯზე შეძლო.

2024 წელს Ferrari-ს ყველაზე გაყიდვადი მოდელი Purosangue, Roma Spider და 296 GTS გახდა. გასულ წელს გამოშვებული მანქანების ნახევარზე მეტი(51%) ჰიბრიდი იყო,ხოლო დარჩენილი 49% სუპერქარებსა და ტრადიციული აგრეგატის მქონე ავტომობილებზე მოდის.

2025 წელს იტალიელები მთავარ ფსონს თავის პირველ ელექტრონულ მოდელზე გააკეთებენ, რომლის დებიუტიც ოქტომბერში შედგება. მოდელის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ ავტომწარმოებელი ფინანსური მაჩვენებლების კიდევ უფრო მეტად ზრდას იმედოვნებს. გეგმების მიხედვით, სუფთა მოგება 2025 წელს 2024 წელთან შედარებით 5%-ით გაიზრდება და 7 მილიარდ ევროს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები