LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2030 წლისთვის ევროკავშირში სატვირთოების გამონაბოლქვი 30%-ით უნდა შემცირდეს

68

ევროკავშირში მოსიარულე სატვირთოების მავნე გამონაბოლქვი 2025 წლისთვის 2019 წელთან შედარებით 15%-ით შემცირდება, ხოლო 2030 წლისთვის – 30%-ით.

ასეთი მიზნებია დასახული ახალი სტანდარტების მიხედვით, რომელიც ევროკომისიამ სულ რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა.

ევროკომისიის მონაცემებით, ევროპაში, გამოყოფილი ნახშიროჟანგის 25% ტრანსპორტზე მოდის. აქედან 25% სატვირთოების „დამსახურებაა“, ეს კი მაშინ, როდესაც ისინი ევროკავშირის ტრანსპორტის მხოლოდ 5%-ს შეადგენენ.

სატვირთოების მავნე გამონაბოლქვის ახალი შეზღუდვები უფრო მასშტაბური კონცეფციის ნაწილია, რომლიც ატმოსფეროს დაბინძურების წინააღმდეგ არის მიმართული. გარდა ტრანსპორტისა, ის სოფლის მეურნეობას, წარმოებასა და ელექტრო ენერგიის გამომუშავებას ეხება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები