LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავიდანვე მივხვდი, რომ სხეულის ნაკლოვანებები უტრირებული იქნებოდა“ – 62 წლის დემი მური TheWrap-ის გარეკანზე

132
page

დემი მურმა გამოცემა  TheWrap-ის გარეკანი დაამშვენა. საოცრად ფერადი გამოვიდა 62 წლის მსახიობის ფოტოსესია, ვარსკვლავი როგორც ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებოდა დახვეწილ „ლუქებში“.

გარდა შთამბეჭდავი ფოტოებისა, საოცრად საინტერესო გამოვიდა მისი ინტერვიუც, მურმა ფილმზე, „სუბსტანცია“ ისაუბრა და გულახდილ სცენებზეც გაამახვილა ყურადღება.

„სცენარი საკმაოდ დეტალური იყო, ამიტომ თავიდანვე მივხვდი, რომ სხეულის ნაკლოვანებები უტრირებული იქნებოდა. ისეთ მდგომარეობაში მიღებდნენ, როგორ რაკურსსაც წესით ჩვენ, ქალები ვერიდებით ხოლმე. ყოველივე ეს კომფორტის ზონიდან გამოსვლას ჰგავდა“, – აცხადებს მური.

ცნობისთვის, მურმა  საუკეთესო მსახიობი ქალის“ ნომინაციაში „ოსკარის“ პირველი ნომინაცია მოიპოვა ფილმისთვის, „სუბსტანცია“. ამავე ფილმისთვის მან უკვე მიიღო თავისი პირველი „ოქროს გლობუსის“  ჯილდოც.

62 წლის დემი მური „ოსკარზე“ პირველად წარადგინეს

ფოტო/ვიდეო: ბრწყინვალება თითოეულ დეტალში – „ოსკარის“ ნომინანტი დემი მურის გრაციოზული გამოჩენა პარიზში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები