LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიტალი დარასელიას მომღერალი შვილიშვილი შეყვარებულია – „ამ ადამიანში გამიმართლა…“

386
ლიზი დარასელია

ვიტალი დარასელიას შვილიშვილი, რომელიც მომღერალი გახლავთ, შეყვარებულია. ლიზი დარასელია ამის შესახებ ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება:

„ჩემ გვერდით არის საყვარელი ადამიანი. ის ბიზნესის სფეროშია. ერთი წელია, რაც ერთმანეთი გავიცანით, ამ ადამიანში გამიმართლა. ისეთი პროფესია მაქვს, რომ ყველა ვერ შეეგუება იმას, გადატვირთული გრაფიკი მაქვს და ხშირად არ მცალია, მაგრამ ყველანაირად გვერდში მიდგას. ყურადღებიანია, პატივს მცემს და რაც მთავარია, გვიყვარს ერთმანეთი. ის არის ჩამოყალიბებული პიროვნება, არ გააჩნია არანაირი კომპლექსები. ამაზე ისიც მიუთითებს, როგორი დამოკიდებულება აქვს ჩემ მიმართ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g