LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე გავრცელებული პრობლემები თვალების გარშემო – სილამაზის აკადემია

518
თათია-გიგილოშვილი

ყველაზე გავრცელებული პრობლემები თვალების გარშემო – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია” დერმატოლოგმა თათია გიგილოშვილმა ისაუბრა.

რომელია ყველაზე გავრცელებული პრობლემები თვალების გარშემო?

ყველაზე გავრცელებული პრობლემები: სიმუქე თვალის გარშემო, კანის ზედმეტი სიმშრალე, მიმიკური ნაოჭები თვალის კუთხეში, ჩამოწეული ქუთუთო, შეშუპება, დაღლილი თვალების ეფექტი.

რა განაპირობებს თვალის ქვემოთ ჩაღრმავებულ უპეებს და შეშუპებას?

თვალის ქვემოთ ჩაღრმავებული უპეები შეშუპება და სიმუქე თვალების ირგვლივ – კოსმეტიკური პრობლემაა, რომელიც ამა თუ იმ სახით ყველასთვის დისკომფორტს წარმოადგენს. ამ პრობლემის მთავარი მიზეზებია – ასაკობრივი ფაქტორი (კანის ელასტიურობას კარგავს, და შეშუპება უფრო ხშირი მოვლენა ხდება) და გენეტიკა (კანის უჯრედებს შესაძლოა სქელი კანქვეშა ცხიმოვანი ფენის წარმოქმნისკენ მიდრეკილება გააჩნდეს).

მეორადი მიზეზები – რკინადეფიციტური ანემია, გაუწყლოვნება, არასაკმარისი ძილი, ალერგიული რეაქციები, ჰორმონალური დისბალანსი, არასწორი კვება და მავნე ჩვევები.

თვალების ირგვლივ კანის დაბერების პირველი ნიშნები შესაძლოა 25წლის ასაკში გამოვლინდეს. ამ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია სწორად შეირჩეს კოსმეტოლოგიური პროცედურები, მაგ: ბიორევიტალიზაცია,მეზოთერაპია,პლაზმოლიფტინგი და სახლის პირობებში ყოველდღიურად გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები.

რატომ ჩნდება ადრეული ნაოჭები?

თვალზე ადრეულად ჩნდება წვრილი ნაოჭები, მოუწესრიგებელი ძილისა და ორგანიზმში სითხის შეკავების გამო კი – შეშუპება. რაც უფრო ადრე დაიწყებთ თვალის კანის მოვლას, მით უკეთესია.

მაკიაჟი ყოველი დღის ბოლოს კოსმეტიკური რძით ან ორფაზიანი სითხეებით მოიცილეთ.ბამბის ფირფიტები დაასველეთ მაკიაჟის მოსაცილებელი სითხით და ცოტა ხნით დაიდეთ თვალებზე. ამის შემდეგ, კოსმეტიკა უფრო ადვილად მოსცილდება და კანიც ნაკლებად დაზიანდება. ყოველდღიურად თვალის გარშემო კანის დასატენიანებლად და გამოსაკვებად კარგია კრემები,შრატები და გელები, რომლებიც განკუთვნილია სპეციალურად თვალის გარშემო კანისთვის.

გელები იდეალურია ხშირად შეშუპებადი და მგრძნობიარე თვალებისთვის.

თუ თვალის გარშემო კანი გაღვიძების შემდეგ შეშუპებულია, დაიტანეთ თვალზე გელი გაგრილების ეფექტით. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ პაჩები. გადახედეთ რაციონს, რადგან ალკოჰოლს, მწარე და მარილიან საკვებს შეუძლია, ორგანიზმში სითხის დაგროვება გამოიწვიოს, რაც არამარტო თვალებზე ასევე კიდურებზეც გამოიხატება ხოლმე.ამ დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ თირკმელებს და ზოგადად საშარდე სისტემას. თვალებისთვის სასარგებლოა კამის, ოხრახუშისა და პიტნის ნაყენებიც. თვალების მოვლისთვის ასევე, გამოიყენება კარტოფილის წვენი. გათალეთ კარტოფილი, ჩახეხეთ წმინდა სახეხზე და გამოწურეთ წვენი დოლბანდით. ამ წვენში დაასველეთ დოლბანდის ოთხი ფენა და დაიდეთ თვალებზე 15-20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-3-ჯერ. გამოიყენება აგრეთვე თვალების ანთების დროს, ქუთუთოების შეშუპებისა და შესიებული თვალებისთვის.მოცვი აძლიერებს მხედველობას და ხელოვნური განათების პირობებში ხანგრძლივად მუშაობის შედეგად ხსნის თვალების დაღლილობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები