LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ისინი გჩუქნიან ყვავილებს და ბრილიანტებს, შემდეგ კი რადიკალურად იცვლებიან“ – ჯეი ლომ ბენ აფლეკზე პირდაპირ სცენიდან ისაუბრა და ვერც ცრემლები შეიკავა

790
page

გასულ კვირას ჯეი ლომ დუბაიში კონცერტი გამართა. პერფორმანსი გამორჩეული იყო, რადგან 55 წლის არტისტმა პერფორმანსებს შორის შესვენებაზე, პირდაპირ სცენიდან მამაკაცებზე, კონკრეტულად კი ბენ აფლეკის შესახებ ისაუბრა.

ერთ მომენტში მას ცრემლების შეკავებაც კი გაუჭირდა. ემოციურმა ვიდეომ უკვე მოახერხა ინტერნეტსივრცის დაპყრობა.

„ისინი თავიდან კომფორტში გამყოფებენ და თქვენც მათი გჯერათ. გჩუქნიან სიყვარულს, ყვავილებს, შოკოლადებს, ბრილიანტებს, საკუთარ დროს და ყველაფერი იდეალურადაა. თუმცა, შემდეგ რაღაც ხდება, მე არ ვიცი რა… ისინი შენს ნუგეშს წყვეტენ, იტყუებიან, ხდებიან ძუნწები და უეცრად შენგან 180 გრადუსით ტრიალდებიან, სრულიად სხვა ადამიანები ხდებიან. ასეთებს უნდა ერიდოთ, ასეთ მამაკაცებთან რომანები გასწავლიან საკუთარი თავის ნამდვილ სიყვარულს და გასწავლიან იმას, რომ ჯობია წახვიდე. მე ახლა, ბოლოს და ბოლოს გავხდი ის, რაც რეალურად ვარ“, – განაცხადა ჯეი ლომ.

ცნობისთვის, 21 თებერვალს, ჯეი ლოს და ბენ აფლეკი ოფიციალურად განქორწინდნენ. ასევე ცნობილი გახდა, რომ ჯეი ლომ ლოს-ანჯელესში, 21 მილიონ დოლარად უზარმაზარი საცხოვრებელი კომპლექსი შეიძინა.

ჯეი ლოს პაემნის შემდეგ, ბენ აფლეკი ახალი ურთიერთობებისთვის მზად არის – ინსაიდერის განცხადება

ცხოვრება დიდი სიყვარულის დაკარგვის შემდეგაც გრძელდება – ჯეი ლოს ვიზიტი დუბაიში და პაემანი უცნობთან – პაპარაცული ვიდეო

„ბენ აფლეკი მზადაა, ჯენიფერ გარნერისთვის ყველაფერი მიატოვოს“ – რას ჰყვება ინსაიდერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები