„მის საქართველო“ და მოდელი თამთა შედანია პირადი ბედნიერების შესახებ ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება. თამთა მესამე შვილს ელოდება.
„ჩვენს ოჯახში მშვიდი და ჰარმონიული გარემოა. ყველა ერთმანეთზე ვზრუნავთ და ხელს ვუწყობთ, რომ ვაკეთოთ ჩვენ-ჩვენი საქმე. სიმშვიდე ოჯახში მნიშვნელოვანი საკითხია.
რამდენ წელს ითვლის თქვენი და რატის სიყვარული და როგორია ეს გრძნობა დღეს?
უკვე 7 წლისაა ჩვენი სიყვარული, მაგრამ ჯვარი მოგვიანებით დავიწერეთ, როდესაც ბავშვი დაიბადა. ამ ხნის განმავლობაში ყველა ეტაპი გავიარეთ, რაც წყვილს სჭირდება და დღეს ჩვენი ურთიერთობა და გრძნობები ყველაზე ჰარმონიულია. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, კრიზისული მესამე წელიც გავიარეთ და ეს მართალი ყოფილა. სიყვარულის სამი წლისთავზე ჩვენც გადავლახეთ ეს მცირე კრიზისი და მას შემდეგ ყველაფერმა სულ სხვა ელფერი შეიძინა…“
რაც შეეხება ორსულობას, თამთა შედანია ამბობს, რომ ოჯახში მეოთხე შვილი დაიბადება, ვინაიდან მისი მეუღლის, რატი რატიანის უფროსი ქალიშვილიც მათთან იზრდება:
„ჩვენს ოჯახს მეოთხე შვილი შეემატება, სამი გოგოს შემდეგ ოჯახში ბიჭი დაიბადება. ამ სიურპრიზმა ძალიან გაგვახარა, გოგოების შემდეგ რატის ძალიან უნდოდა ბიჭიც ჰყოლოდა. გახარებულია, გვარის გამგრძელებელი დაიბადებაო. ორსულობის მეოთხე თვეში ვარ, მაგრამ გარეგნულად არ მეტყობა… საოცარი ენერგია მაქვს. ასეთი ძალები არც ერთ ორსულობაზე არ მქონია. ხანდახან ვფიქრობ, ეს ძალა და ენერგია საით წავიღო. მგონია, რომ მთებს გადავდგამ. ეს აშკარად ბიჭის ძალაა…“
ფოტო: „3 თვის ფეხმძიმე“ – თამთა შედანია ტაილანდიდან ახალ ფოტოებს გვიზიარებს